ბეჟანოს საჯარო სკოლის მეორეკლასელთა დაუვიწყარი სარვამარტო ღონისძიება
12-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მხიარულ და შინაარსიან ღონისძიებას, რომელშიც მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, პედაგოგმა ისკუი ეღუნიანრმა გაუწია ორგანიზება. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები. 

ღონისძიებაში მასწავლებელიც აქტიურად იყო ჩართული. მან დღესასწაული მიულოცა დედებს და საინტერესო და მოულოდნელი კითხვები დაუსვა. ღონისძიების ეს ნაწილი მეტად სახალისოდ წარიმართა და მშობლებიცა და ბავშვებიც გაახალისა. 

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაიწერა კლასის ისტორიაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203