
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახლახან, გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და გამართეს მინისპექტაკლი „დედა მზეა ჩემი“.
ზეიმის დასასრულს ბავშვებმა თაიგულები მიართვეს დედებს და მასწავლებლებს და დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: