
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ესწრებოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო საზეიმო პროგრამით წარსდგნენ, მოეწყო ნახატების გამოფენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შესრულდა მუსიკალური ნომრები და გაჟღერდა ლექსები, რამაც დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ეს დღე საზეიმოდ აღენიშნათ და დედებისთვის, შთამბეჭდავი სანახაობით მიელოცათ.
იხილეთ ფოტოები: