„სიკეთე გადამდებია“ - ბათუმის N2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
28-05-2018
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“ ჩაატარეს. 

ღონისძიებაში მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ საკვები და სხვა საჭიროების ნივთები მოაგროვეს და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს. 

„ამ ოჯახს ერთად მივულოცეთ სულთმოფენობის დღესასწაული, რისთვისაც უდიდესი მადლობა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მონდომებისა და სიკეთისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203