„მოვეფეროთ დედებს“ - ლამაზი ღონისძიება ასურეთის საჯარო სკოლაში
12-03-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში გაიმართა მარავალფეროვანი ღონისძიება - „მოვეფეროთ დედებს“. 

ღონისძიება დედის დღესა და 8 მარტს მიეძღვნა,  მისი ხელმძღვანელები კი ქეთევან მიქიაშვილი და მანანა წულუკიძე იყვნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები და ინსცენირება წარადგინეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობებიდან, ისაუბრეს ქალი პერსონაჟების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას მათთვის საინტერესო და მისაბაძი ქალბატონები გააცნეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქეთევან მაისურაძემ მოსწავლეებს დაუსვა კითხვები, რომლებიც ხელს უწყობდა კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის და კომპლექსური დასკვნების გამოტანის უნარებს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა - ქეთევან მიქიაშვილმა წაიკითხა მოსწავლეების დედებისადმი მიძღვნილი სახალისო ჩანაწერები, რომელმაც ღონისძიება მეტად დასამახსოვრებელი გახადა. 

ღონისძიება გაალამაზა და საკუთარი ლექსები წაიკითხა სკოლის დირექტორმა - ნანი გორდეზიანმა.

„მიგვაჩნია, რომ ეს დღე, სკოლის ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ თბილ, საინტერესო და სიყვარულით სავსე დღედ“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203