ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებელ პაატა ქარქაშაძეს „წლის წარმატებული ადამიანის“ ტიტული მიენიჭა
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ასწავლიან.
მათ შორისაა სპორტის მასწავლებელი პაატა ქარქაშაძე. ის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე - „პერსონა 2024“, წლის წარმატებული ადამიანის ტიტულის ერთ-ერთი მფლობელი გახდა. მან ეს ტიტული რეგიონში, ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული ცეკვის ანსამბლ „ერისას“ ხელმძღვანელობისათვის მიიღო.
სკოლაში მასწავლებლის წარმატებით ამაყობენ.
„ვულოცავთ პაატას ამ აღიარებას და სამომავლოდ ახალ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: