
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში, დედის დღე აღინიშნა საინტერესოდ. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დედებისთვის ნახატები შექმნეს, ისინი თბილი სიტყვებით შეამკეს და გაახარეს. მათ, დამრიგებელთან და ქართულის მასწავლებელთან ერთად, დედებს 3 მარტი მიულოცეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: