
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
4 მარტს, სკოლაში ჩატარდა მე-4 კლასისა და სოფელში არსებული ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის ლალი ზვიადაძისა და ბიბლიოთეკარის - ლელა ტვილდიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიება საინტერესო აქტივობებითა და შთამბეჭდავი ნომრებით იყო გაჯერებული, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: