
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან.
გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად კი მარტის პირველი დღესასწაულები საუკეთესო დროა.
სიღნაღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს: პირველკლასელებმა მისალოცი ბარათებითა და ლექსებით მიულოცეს დედებს 3 მარტი;
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი მშობლებთან ერთად სხვადასხვა სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. იყო ბევრი თბილი სიტყვა, ღიმილიანი და ბედნიერი სახე.
ბავშვებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: