„დედა გაზაფხულია, გაზაფხულის სითბო“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
12-03-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედების, ბებიებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიება, თემაზე - „დედა გაზაფხულია, გაზაფხულის სითბო...“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ​ელადა სანოსიანის ხელმძღვანელობით მოაწყვეს. 

ლამაზად მორთული დარბაზი, გაზაფხულის ყვავილების სურნელი, ამაღელვებელი სიტყვები და ლამაზი სიმღერები - ამ ყველაფერმა დღე საინტერესო და დაუვიწყარი გახადა.

მოსწავლეებმა საუკეთესო სურვილები გამოუცხადეს დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს, გამოირჩეოდნენ მხატვრული კითხვით, სიმღერითა და ცეკვით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებას როგორც ესთეტიკური, ისე საზეიმო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა.

ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203