დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება უჩმანის საჯარო სკოლაში
11-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 
დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას. 

ამჯერად, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა დედის დღე. 

მრავალფეროვნად მორთულ სასკოლო სივრცეში, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს, არაერთი საინტერესო ნომერი შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს ეს დღე. 

დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203