„საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“ - ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში
11-03-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში, წარმატებით მიმდინარეობს სასკოლო პროექტი - „საქართველო არის ესე“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო ღონისძიება. ამჯერად კი, ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია - „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“, გაიმართა. 

ღონისძიებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეებში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემისა და მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მეტყველების კულტურისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, პატრიოტული გრძნობის გაღვივებას.

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი ნ.ჩიხრაძე გახლავთ, წევრები კი: მ.ქავთარაძე, ჯ.მოსახლიშვილი და თ.გიგაური 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203