მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ
11-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი, სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმი, რომლიც 90 წლის ისტორიას ითვლის.

მოსწავლეებს მუზეუმში არსებულ ექსპონანტებზე ესაუბრა მუზეუმის თანამშრომელი თამარ ჭეიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მუზეუმის დაარსებისა და განვითარების ისტორია, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მუზეუმი დასავლეთ საქართველოში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცული თითოეული ექსპონატი ნამდვილი და უნიკალურია, რამაც მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა.

დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს, ექსკურსიამძღოლს და ემოციები შთაბეჭდილებების წიგნში დატოვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203