
ბათუმის N 5 საჯარო სკოლის პედაგოგები წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი, აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.
ამჯერად, პედაგოგები: ეთერ მესხიძე, თამთა თალაკვაძე და ლუიზა თავდგირიძე, მასწავლებელთა ორდღიან ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი EDcamp georgia 2024 იყო.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და ინკლუზიური განათლების მიმართულებით უცხოელი სპეციალისტების მხრიდან პრაქტიკის გაზიარება.
პედაგოგებისთვის კონფერენცია, მრავლის მომცემი, საინტერესო და შემოქმედებითი იყო.
იხილეთ ფოტო: