
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
დედის დღესთან დაკავშირებით, Iა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ქეთევან ყვირილიანის ხელმძღვანელობით, გამართეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ვუგზავნით სიყვარულს დედებს“.
პატარებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს ეს დღე გაულამაზეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებითა და სიმღერებით და კიდევ ერთხელ აჩუქეს მათ სითბო და სიყვარული, რომლითაც ძალზედ მოიხიბლნენ მშობლები.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა დედებს საჩუქრად გადასცეს მათივე ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები: