
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
ბავშვებმა დედებსა და მასსწავლებლებს სიამყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: