
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
ყველაზე საყვარელ ადამიანებს ზეიმი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოუწყვეს. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, მშობლებთან ერთად სიმღერები შეასრულეს და გამოფენა გამართეს, სადაც სპეციალურად სასამმარტოდ შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს.
ბავშვებმა სიყვარულითა და მადლიერებით სავსე სიტყვებით გამოხატეს პატივისცემა დედების მიმართ და მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: