
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, მე- 4 კლასში დამრიგებლმა ჩაატარა აღმზრდელობითი საათი თემაზე - „რაში ვლინდება კლასის ღირსება“.
ჯგუფში ჩატარებული ძირითადი საკითხის განხილვის შემდეგ მოსწავლეები ქუთაისში კინო საქართველოს ესტუმრნენ, სადაც ფილმი „კლასის წინ“ ნახეს.
ფილმის დასრულების შემდეგ ბავშვებმა იმსჯელეს თუ რა იყო ფილმის ძირითადი აზრი და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. კერძოდ ისაუბრეს როგორი უნდა იყოს, განსხვავებული ნიჭისა თუ შესაძლებლობების მქონე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება. ასევე, აღნიშნეს მათთვის დღემდე უცნობი ახალი სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც ფილმიდან შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები: