საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდი საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით წარდგა
11-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდმა საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება მოიპოვა. 

გუნდი ფესტივალზე ორი სიმღერით წარდგა და მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტებითაც დაჯილდოვდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და მიიღო მიწვევა საერთაშორისო კონკურსიდან, რომელიც 20-23 ივნისს გაიმართება სომხეთში, ქალაქ ერევანში.

გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე გახლავთ.

​სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

სკოლის დირექცია უდიდეს მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელსა და თითოეულ წევრს საოცარი, დაუვიწყარი წუთებისთვის

„თქვენ ოქროს ასოებით წერთ ჩვენი სკოლის ისტორიას. ბოლნელები მოდიან, იმედით, რწმენით, დროშებით ჯვრებით. დაე, იარონ, იარონ, იარონ ამინ!“, - ამ სიტყვებით სკოლა კიდევ ერთხელ აფასებს მოსწავლეების შრომასა და წარმატებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203