საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელები თეატრს ესტუმრნენ
12-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის Iბ კლასის (დამრიგებელი ლია შარიქაძე) და Iგ კლასის (დამრიგებელი ნარგიზა შელია) მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“. პირველკლასელებმა სპექტაკლი „მაუგლი“ ნახეს. 

მოსწავლეებმა იხილეს სცენაზე გაცოცხლებული საყვარელი მულტფილმის გმირები და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

„გიმნაზია მუდმივად ზრუნავს ყველა კლასის სასწავლო, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობების განხორციელებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203