
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებით გარემოს სთავაზობენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებაში რთავენ.
სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
ღონისძიებას, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მირიანისა და ნანას სახელობის IVა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის თინათინ ბლიაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად შეუერთდნენ.
მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებას, მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც დაუვიწყარი ემოციებით აღივსნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს, რამაც დღე მეტად შთამბეჭდავი გახადა.
„ღონისძიებამ სასიამოვნო და ემოციებით სავსე გარემოში ჩაიარა“,- ასე აფასებენ სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულს.
იხილეთ ფოტოები: