„დედიკო  მიყვარხარ“ - წესის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება
11-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო  სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

საგაზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით -  „დედიკო  მიყვარხარ“ 8 მარტს გაიმართა და მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომრებით წარდგენენ, მათ შორის შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებლებმა: ნათელა ნატმელაძემ, მაია ჯელაძემ, თამარ მესხმა და ნონა ხუსკივაძემ.

ღონისძიებაზე ასევე, ხელოვნების მასწავლებლის ინგა მელაშვილის ხელმძღვანელობით, მოეწყო ნახატების გამოფენა - „გაზაფხულის სურნელი“. 

სადაც მოსწავლეთა შექმნილი მრავალფეროვანი ნამუსვრები გამოიფინა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203