დედის დღისადმი მიძღვნილი ინგლისურენოვანი ღონისძიება დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყაზბეგის უბნის სკოლაში
11-03-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყაზბეგის უბნის სკოლაში, დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის თინათინ მელქაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მიზანი ბავშვებში დედის უპირობო სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება იყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში, მხატვრულად წაიკითხეს დედებისადმი მიძღვნილი ლექსები, აგრეთვე მუსიკალური და იუმორისტული ნომრები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა გამოავლინეს ინგლისური ენის კარგი ცოდნა და მრავალფეროვანი უნარები, რითაც დიდი სიამოვნება მიანიჭეს დამსწრე საზოგადოებას.

„იმდენად ემოციურად გადმოსცემდნენ პატარა მსახიობები თავიანთ სათქმელს თარგმნაც კი არ იყო საჭირო“, - ასე შეაფასეს მოსწავლეთა ცოდნა და სამსახიობო უნარები სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203