ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი ღონისძიება და თანატოლებისთვის ჩატარებული პრეზენტაცია
11-03-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა თანამოაზრე სკოლებთან თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. 

ახლახან, ბენარის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით, ბოლაჯურის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. 

ვიზიტი გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - სვეტლანა ბოჩიკაშვილის ინიციატივით, მოეწყო და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა: შალვა მსხვილიძემ, თამარ ველიჯანაშვილმა, ნანა ბოჭორიშვილმა და ნინო მაჭარაშვილმა მასპინძელი სკოლის მოსწავლეებს, პრეზენტაციები: „ძალადობა ოჯახში“ და „ნაადრევი ქორწინება“, წარუდგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანია, სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების გამყარება და ცოდნის გაზიარება. 

სკოლაში მასპინძელ სკოლას მადლობას უხდიან თანამშრომლობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203