
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ემსახურებოდა.
ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა და მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მათ შორის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. ბავშვებმა დედებს მიუძღვნეს სიმღერები, ლექსები და დაასაჩუქრეს მისალოცი ბარათებითა და ყვავილების თაიგულებით.
მოსწავლეები ასევე არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ და მშობლებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
დღე თითოეული მოსწავლისთვის და მშობლისთვის დასამახსოვრებელი, სიყვარულით და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: