ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით, შემოქმედებითი ღონისძიება მოაწყვეს
12-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით შემოქმედებითი ღონისძიება მოაწყვეს.

მათ დედებს მიულოცეს დედის დღე და გადასცეს სიმბოლურად მათივე შექმნილი საჩუქრები.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან. 

„საღამო დიდი ემოციებით იყო დატვირთული! მადლობა, კლასის ხელმძღვანელს - ხატია ხაჩიძესა და VI კლასის მოსწავლეებს ამ სილამაზისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203