კოთელიის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
11-03-2024

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში, დედის დღე და 8 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს აღნიშნული დღესასწაულები.

მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები შეასრულეს, ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით მორთეს კედლები და როგორც სკოლაში აღნიშნავენ თოვლიან ჯავახეთში გაზაფხული მოიყვანეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, ძალიან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203