„ილია ჭავჭავაძე და მისი შემოქმედება“ - შემეცნებითი კონფერენცია ვარდისუბნის საჯარო სკოლაში
11-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით - „ილია ჭავჭავაძე და მისი შემოქმედება“. მასში მოსწვალეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელიზა კვინიკაძე და მე-11 კლასის მოსწავლეები ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა წარდგენილი თემები იყო საინტერესო და ბევრი შემეცნებითი დეტალით გაჯერებული. 

საბოლოოდ, შეხვედრა ინფორმაციული, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ინტერაქციული გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203