„სული აღმაშენებელი“ - საინტერესო კონფერენცია საბუეს საჯარო სკოლაში
12-03-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

კონფერენცია შეეხებოდა თემას -  „სული აღმაშენებელი“, და მასში VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, გაიგეს მათთვის უცნობი ფაქტები და მიღებული ცოდნა სასკოლო საზოგადოებას გაზიარეს. 

კონფერენცია საკმაოდ საინტერესო, შემეცნებითი და ინტერაქციული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - თამარ დომელიშვილი​ და ნინო გიგილაშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203