
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომიქსი შექმნეს, ბავშვები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეთა მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია, საბოლოოდ, დასახულ მიზანს მიაღწიეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებისთვის, კომიქსზე მუშაობა ძალიან სახალისო, შემოქმედებითი და საინტერესო აღმოჩნდა, მათთვის დღე პოზიტიური ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: