„მარტს სიხარული შემოაქვს სულში“ - საინტერესო ღონისძიება ჯვარის N1 საჯარო სკოლაში
11-03-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „გაზაფხულის ფერები“, რომლის ფარგლებშიც, საინტერესო ღონისძიება მოეწყო. 

ღონისძიების თემა - „მარტს სიხარული შემოაქვს სულში“, გახლდათ და ის დატვირთული იყო აქტივობებით, რომლებზეც მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით იმუშავეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-8 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დღე საკმაოდ ინფორმაციული, ინტერაქტიული, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203