
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მათ არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პანოები ძველი ეგვიპტის, რომის და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს და პანოს წარდგენისას ისაუბრეს ამ ქვეყნების კულტურის შესახებ, აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ისეთ დარგებზე, როგორიცაა: არქიტექტურა, ქანდაკება, მონუმენტური მხატვრობა.
აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა მაია ახალკაციშვილმა შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო ინიციატივებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: