„სხვა რა კურსით“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო, შემეცნებითი პროექტი 
11-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.

პროექტი - „სხვა რა კურსით“, რომელიც სასკოლო საზოგადოებას VIII კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი), გულისხმობდა თითოეული მოსწავლის წარმოჩენას განსხვავებული უნარით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდებისთვის აქტივობა შემეცნებითი იყო, მათ გააკეთეს არაერთი საინტერესო დასკვნა, მაგალითად, სამყაროში არაფერი იკარგება, როგორ ენერგიასაც გასცემ, ისეთი დაგიბრუნდება. მოსწავლეები მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ისწავლეს საქმის დაგეგმვა გაიაზრეს მიზნამდე მისვლის „ფორმულა“.

აქტივობის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცირა კუბლაშვილი, რეჟისორი - ლალი კუბლაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203