
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ.
შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით, II კლასის მოსწავლეებმა, საკლასო ოთახში მიიწვიეს I კლასის მოსწავლეები და უმცროსკლასელებს წაუკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები და მოთხრობები.
მოსწავლეები მსჯელობდნენ წიგნის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. სტუმრებს ასევე აჩვენეს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: