ზემოსურების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა
11-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, დედის დღე და 8 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და დღესასწაული ემოციური სიტყვებით მიულოცეს. 

დღე შემეცნებითი, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის. 

„ია, ია, დაგიკრიფე ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და 8 მარტი ერთად მომილოცნია“ დღეს, დედები, ქალბატონები, გავახარეთ ჩვენი შემოქმედებით უამრავი სითბო და სიყვარული დაგვიგროვდა ჩვენს პაწია გულებში ამ სიყვარულის გაზიარება გვინდოდა და მოგიწვიეთ კიდეც, იმედია გასიამოვნეთ, ჩვენი თბილი სიტყვებით, გულახდილობით, ლექსებით, მუსიკით
გილოცავთ! ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, გოგონებო ბედნიერი მომავალი თქვენ, ბედნიერი დედები გამყოფოთ უფალმა ძვირფასებო!“, - ამ სიტყვებით, სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრეებს დღესასწაულები და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203