„გაზაფხულის ზეიმი“ პტენის საჯარო სკოლაში
11-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება -  „გაზაფხულის ზეიმი“, გაიმართა. 

ღონისძიება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ნომრებით, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი წარმოდგენა შესთავაზეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადეს და საგაზაფხულო დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

დღე დადებითი ემოციებით იყო დატვირთული, მოსწავლეები, პედაგოგები და დამსწრე საზოგადოება, შთამბეჭდავი ემოციებით აივსნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203