
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
პედაგოგები მოსწავლეების წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ასმათ მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ. მათივე შერჩეული ლიტერატურუდან საყვარელი მონაკვეთები წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
იხილეთ ფოტოები: