
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში ულამაზესი ღონისძიება მიეძღვნა დედის დღეს.
ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ეკატერინე მიქელაძის ხელმძღვანელობით, მეხუთე და მეექვსეკლასელმა მოსწავლეებმა დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე დღე აჩუქეს დედებს.
გადასცეს სერტიფიკატები, ყვავილები და მისალოცი ბარათები.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მშობლებიც. მღეროდნენ შვილებთან ერთად.
დასასრულს პედაგოგმა ბავშვებთან ერთად შეასრულა სიმღერა, რაც მშობლებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
აღსანიშნავია, რომ ნიგოითის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები საგნობრივ დისციპლინებთან ერთად მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: