
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალური თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ნომინაციაში - „ყველაზე ჭკვიანი“ გაიმარჯვა მე-10 კლასის მოსწავლე დიტო ჭიღლაძემ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - დაწყებითი კლასებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნანი თოთლაძე და გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქეთინო მაისურაძე.
იხილეთ ფოტოები: