ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები განსაკუთრებულად მიულოცეს 
11-03-2024

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„ქალი დედა, ქალი ლეგენდა“ - ამ ფრაზის გარშემო მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა და  მოეწყო არაერთი აქტივობა, რაც საყვარელი ქალბატონების - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ემსახურებოდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს უჩვეულოდ გამოიყურებოდა ერკეთის საჯარო სკოლის ყველა საკლასო ოთახი და სამასწავლებლო. ქალბატონებს ისტორიის მასწავლებელმა ალექსანდრე ცინცაძემ დილითვე მიართვა ქოთანში ჩარგული ცოცხალი ყვავილები,  მოსწავლეებმა დედებისათვის და მეგობარი გოგონებისთვის დაამზადეს მისალოცი ბარათები და ყვავილები. იის სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ, ჟღერდა მუსიკის საამო ჰანგები, იყო სამადლობელი სიტყვები, სითბოთი და სიყვარულით სავსე ლექსები დედაზე, ქალზე. ყველას უნდოდა მადლობა გადაეხადა საყვარელი ქალბატონებისათვის გაწეული მზრუნველობისა და ამაგისათვის, რაც კარგად მოახერხეს დიდებმაც და პატარებმაც.

„ერკეთის საჯარო სკოლა ყველა ქალს ულოცავს ქალთა დღეს და უსურვებს ბედნიერ დედობას!“-აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203