
კერძო სკოლა „ცოდნაში“ არაფორმალურ განათლების როლი და მნიშვნელობა კარგად ესმით, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეები არაერთ პროექტში არიან ჩართულნი.
ამჯერად, უფროსკლასელები არაფორმალური განათლების ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია ბაზაძის და ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგის - თამუნა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაუწიეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - ხათუნა ჩარკვიანმა და ასევე, ლუარა ჭანტურიამ.
მოსწავლეებთან საინტერესო და ინტერაქციული ლექცია გამართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსია დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლო დარბაზები, ნახეს ეპოქალური მნიშვნელობის ნივთები და დოკუმენტური მასალები.
სკოლაში, საუკეთესო დახვედრისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის მასპინძლებს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: