ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
11-03-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უანარების წარმოჩენა-წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, ფანაგის სკოლაში ჩატარებულ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიება, რომელიც მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლების - მანანა ხაჭვანისა და მზიური რატიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის, შეასრულეს სიმღერები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება სახალისო ვიქტორინამ დააგვირგვინა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ყველა დამსწრე ქალბატონს საკუთარი ხელით შექმნილი ხელოვნური ყვავილები მიართვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203