გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად აღინიშნა
11-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.

სკოლაში დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად ლამაზად აღინიშნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს. ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მიულოცეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს და ყველას ვინც ასეთი ლამაზი ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203