
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში დედის დღესა და 8 მარტს, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული, ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში, რომელიც პედაგოგ არმენუი კაროლინის ხელმძღვანელობით გაიმართა, მე-6 კლასის მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ.
მრავალფეროვნად მორთულ საკლასო ოთახში, მოსწავლეებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა მშობლებსა და ქალბატონ პედაგოგებს, გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაულები დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: