
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობის ამაღლებას და მათთვის მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის შეთავაზებას.
ამჯერად, სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს ქალთა დღე, რომელსაც ღონისძიება - „ქალი სიცოცხლის ჯადოქარია“ მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში, რომელიც ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა მონაწილეობდა.
დღე მრავალფეროვანი, დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი ნომრებით გაჯერებული და ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს ქალბატონებს ეს დღე და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: