ბათუმის N5 საჯარო სკოლაში ქალთა დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
11-03-2024

ბათუმის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება იმართება, ამჯერად, მე- 4 კლასის მოსწავლეებმა, ქალთა დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გამართეს. 

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა, მრავალფეროვნად მორთულ კლასში, საინტერესო ნომრებით გაჯერებული სანახაობა წარადგინეს, ასევე ისაუბრეს ქალის მნიშვნელობაზე საზოგადოებასა და განათლებაში და ბოლოს ეს დღე პედაგოგ ქალბატონებსა და დედებს დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

დღე სიურპრიზებით სავსეც აღმოჩნდა, დასასრულს, ვაჟებმა კლასელ გოგონებს მოულოდნელად ყვავილები გადასცეს, საჩუქარმა კი, პატარა ქალბატონები ძარიან გაახარა. 

აღსანიშნავია, რომ იდეის ავტორი კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ვასაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203