ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა ბიოლოგიის საჩვენებელ გაკვეთილზე კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს
12-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, ბიოლოგიის საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ევოლუცია“.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარადგინეს კომპლექსური დავალება ლამარკის, დარვინის  თანამედროვე სინთეზური თეორიებისა და ცოცხალი სამყაროს ევოლუციის განვითარების შესახებ.

მათ პრეზენტაცია გამართეს ცხრილის სახით, რითაც შეადარეს დარვინისა და ლამარკის ევოლუციური თეორიის დებულებები მსგავსება-განსხვავება, ძლიერი და სუსტი მხარეები, თანამედროვე სინთეზური თეორიის დებულებების დანიშნულება ბიომრავალფეროვნების ასახსნელად.

მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203