უჯარმის საჯარო სკოლაში ძალადობის თემაზე თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2018
უჯარმის საჯარო სკოლაში თემაზე „არა ძალადობას“ IX–XII კლასების მოსწავლეთა შორის თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელი ნანა ნიკოლოზაშვილი გახლავთ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ ესმოდათ სიტყვა „ძალადობა“ და მის შესახებ რა იცოდნენ. მათ თავიანთი შეხედულებები გარკვევით და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს. ამის შემდეგ ძალადობის თემაზე დისკუსია გაიმართა. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაარკვიეს თუ რას ნიშნავს არაპირდაპირი ძალადობა. მათ გაიგეს, რომ ეს არის სტრუქტურული ძალადობა, რაც ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას და დემოკრატიის უქონლობას. ორ ჯგუფად გაყოფილმა მოსწავლეებმა პლაკატი „არა ძალადობას“ დაამზადეს, სადაც ამ პრობლემის მიმართ თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ამავდროულად, პრეზენტაციები ჩაატარეს და დასკვნა გამოიტანეს, თუ როგორ შეიძლება ასეთი ფაქტების პრევენცია.
სკოლის დირექციის შეფასებით, გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა; თითოეულმა მათგანმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და ყოველგვარი ძალადობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს