დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
11-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვები თანაბარი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ყველა საგნიდან, მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ პირობას და ცდილობდნენ უმოკლეს დროში მისულიყვნენ სწორ პასუხამდე

პირველი ადგილი წილად ხვდა იოანე ქაჯაიას, ხოლო მეორე და მესამე ადგილები თანაბარი ქულებით გაინაწილეს ლია ნაჭყებიამ და დავით თოდუამ.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის წარმომადგენლები: ნონა თოდუა, ია კალანდია და მაია გოგია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203