დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 
11-03-2024
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. VI კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - თამარ კელაპტრიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებსა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან,  მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ღონისძიების წარმატებით წარმართვაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203